ლიდერატორი - ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა

You'll be redirected to
the company's application page
ვისთვის არის ეს პროგრამა?
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს მონაცემთა ანალიტიკა, საკრედიტო რისკების მართვა და საოპერაციო პროცესების ანალიზი. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, მონაცემთა ანალიზის საფუძველზე შეაფასოთ როგორც საკრედიტო პორტფელის რისკიანობა, ისე საბანკო ოპერაციების ეფექტიანობა, და მოამზადოთ რეპორტები და დეშბორდები, რომლებიც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესების ოპტიმიზაციას ემსახურება.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს სწავლებისა და სამუშაო პრაქტიკის ეტაპებს. პრაქტიკის ეტაპზე ლიდერატორი გაივლის თანაბარი ხანგრძლივობის როტაციებს შემდეგ მიმართულებებში:
RB პორტფელური რისკები- საცალო საკრედიტო პორტფელის რისკიანობისა და მომგებიანობის მუდმივი ანალიზი და რეპორტების მომზადება, საკრედიტო რისკის პოლიტიკის განსაზღვრა, რისკის მოდელების ანალიზი, ახალი რისკის მოდელების განვითარებაში მონაწილეობა, რისკის ფასის განსაზღვრა, რისკის პარამეტრების დაგეგმვა და მონიტორინგი, სტრეს ტესტინგი, პორტფელზე სხვადასხვა კალკულაციის ჩატარება.
ოპერაციების ანალიზის და რეპორტინგის სამსახური– აღნიშნული მიმართულების საქმიანობა გულისხმობს ძირითადი საბანკო ოპერაციების სიღრმისეულ ანალიზს და შედეგების ვიზუალიზაციას, რაც მიზნად ისახავს საოპერაციო ეფექტურობის გაზრდას, პროცესების ავტომატიზაციასა და დატვირთვის მართვას. ლიდერატორი, მენტორის დახმარებით, შეისწავლის ანალიზის ტექნიკებს, დეშბორდების აგებასა და ოპტიმიზაციას, ასევე მიღებული შედეგების პრაქტიკულ რეკომენდაციებად გარდაქმნას. პროგრამა ფარავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა საერთაშორისო გადახდები, სესხების ადმინისტრირება, აქტივების შეფასება და კლიენტთა ონბორდინგი.
პროგრამის განმავლობაში შეძენილი უნარები:
პროგრამის როტაციული პრინციპი ხელს უწყობს მრავალფეროვანი უნარების განვითარებას. ესენია:
საკრედიტო პორტფელის რისკებისა და მომგებიანობის ანალიზი
რისკის მოდელების ანალიზი და სტრეს ტესტინგი
საბანკო ოპერაციების სიღრმისეული ანალიზი და პროცესების ოპტიმიზაცია
მონაცემთა ვიზუალიზაცია და ინფორმაციული დეშბორდების აგება
ანალიტიკური რეპორტებისა და რეკომენდაციების მომზადება
დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა
ანალიტიკური პროგრამებისა და Tool-ების გამოყენება
რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
იყო ბაკალავრის საფეხურის III/IV კურსის სტუდენტი ან 1-2 წლის კურსდამთავრებული ჩამოთვლილთაგან რომელიმე ან დაკავშირებულ მიმართულებაზე: ფინანსები, ეკონომიკა, სტატისტიკა, მათემატიკა, ბიზნესის ადმინისტრირება
გამოირჩეოდე ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნებით.
იცოდე Microsoft Excel-ი მაღალ დონეზე
იყო ინიციატივიანი და გქონდეს როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი
კარგად ფლობდე ინგლისურ ენას.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
SQL-ის საბაზისო ცოდნა.
მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების (მაგ: Power BI) საბაზისო ცოდნა.
რატომ უნდა აირჩიო ლიდერატორი?
ლიდერატორი სტუდენტების საჭიროებებს გამორჩეულად ერგება. პროგრამის უპირატესობებია:
ტრენინგები სამუშაო პროცესში ეფექტური ადაპტაციისთვის: მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს და მიიღებენ კარიერის დასაწყებად საჭირო ცოდნასა და უნარებს.
უნიკალური, როტაციული სამუშაო გამოცდილება: ლიდერატორები გაივლიან როტაციებს სხვადასხვა მიმართულებაში და უშუალო ჩართულობით, გაეცნობიან თითოეულის საქმიანობის სპეციფიკას.
პროგრამის კოორდინატორების მუდმივი მხარდაჭერა: კოორდინატორთა გუნდი უზრუნველყოფს მონაწილეების მუდმივ მხარდაჭერას და მათ საჭიროებებზე ზრუნვას.
სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი: სტუდენტებისთვის სამუშაო საათები ერგება მათ აკადემიურ განრიგს; ასევე, ისარგებლებენ 7 გამოსასვლელი დღით, რომლის განაწილებაც შეუძლიათ საჭიროების მიხედვით (მაქს. 5 ერთად).
ანაზღაურება: პროგრამა სრული ხანგრძლივობის განმავლობაში ანაზღაურებადია (სწავლების ეტაპის შემდგომ ანაზღაურება იზრდება).
საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა: ლიდერატორის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მონაწილეს ექნება კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა (პროგრამის შემდგომ მონაწილეთა დაქირავების სტატისტიკა 78%-ია).
რა ეტაპებისგან შედგება შერჩევის პროცესი?
რეზიუმეს განხილვა: შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან
ზოგადი ტესტირება: აპლიკანტის ლოგიკური და ანალიტიკური, პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება
პროფესიული ტესტირება: მათემატიკის ცოდნის დონის შეფასება
ინდივიდუალური გასაუბრება: კომპეტენციებისა და მოტივაციის შეფასება
ინდივიდუალური პრეზენტაცია: სფეროს ცოდნის, იდეების სტრუქტურულად გადმოცემის, აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების შეფასება.
დამატებითი დეტალები
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სათავო ოფისი _ გაგარინის 29ა)
სამუშაო ფორმატი: სრულად ადგილზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-19:00)
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა: 3 თებერვალი 2026
ზოგადი უნარების ტესტირება: 8 თებერვალი (ფიზიკურ სივრცეში)
პროგრამის დაწყების თარიღი: აპრილი 2026
პროგრამის დასრულების თარიღი: დეკემბერი 2026.
ლიდერატორი ახალგაზრდა ტალანტებს აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ მათი სფეროს წამყვან დამწყებ პროფესიონალებად. წარმატებული კანდიდატები ლიდერატორში მონაწილეობაზე თანხმობით, იღებენ პასუხისმგებლობას სრული ვადის განმავლობაში პროგრამაში ჩართულობაზე.
კანდიდატს განაცხადის შემოტანა შეუძლია ლიდერატორის 3 პროგრამაზე. აპლიკანტის მიერ 3-ზე მეტ პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, განიხილება მხოლოდ ბოლო 3 განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: Leaderator@bog.ge
Prep Tools
STAND OUT FROM THE CROWD
AI Cover Letter
Tailored for JSC Bank of Georgia
Dear JSC Bank of Georgia Hiring Team,
I am excited to apply for the ლიდერატორი - ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა position. With my experience in Data Analysis and Credit Risk Management...
Continue with AI →
PROFESSIONAL COVER LETTER TEMPLATES
Template Library
INTERN templates
50+ templates for every role
20,000+ INTERVIEW QUESTIONS
Question Database
Curated for Finance & Accounting
Finance & Accounting
220+ Qs
Data & Analytics
192+ Qs
Consulting
329+ Qs