INTERNSHIP DETAILS

სტაჟიორი ბიზნეს მხარდაჭერის პროექტების ადმინისტრირების მიმართულებით

CompanyTBCBANK
LocationTbilisi
Work ModeOn Site
PostedApril 28, 2026
Internship Information
Core Responsibilities
The intern will assist in the planning and execution of business support projects, including business awards and educational initiatives. Responsibilities include coordinating training sessions, managing vendor communication, and updating course materials.
Internship Type
სტაჟირება
Company Size
193
Visa Sponsorship
No
Language
Georgian
Working Hours
40 hours
Apply Now →

You'll be redirected to
the company's application page

About The Company

No description available for this Company.

About the Role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მხარდამჭერი პროექტების ეფექტურ მუშაობას. გუნდი პასუხისმგებელია ბიზნეს მომხმარებლებისათვის არაფინანსური ღირებულების შექმნაზე. ამ გუნდში საშუალება გექნება მონაწილეობა მიიღო ისეთი მასშტაბური ბიზნეს პროექტების აღსრულებაში, როგორებიცაა თიბისის „ბიზნეს განათლება“ და „ბიზნეს დაჯილდოება“.

შენ, როგორც სტაჟიორი: 

  • ჩართული იქნები ბიზნეს დაჯილდოების პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების ნაწილში;
  • ჩაერთვები ტრენინგების კოორდინაციაში და ისწავლი, როგორ იგეგმება და იმართება ბიზნესის მხარდამჭერი პროექტები;
  • გექნება აქტიური კომუნიკაცია ტრენერებთან, მონაწილეებთან და ვენდორებთან;
  • უზრუნველყოფ ტრენინგების დაგეგმვას და მონაწილეებს გაუგზავნი ტრენინგების შესახებ ინფორმაციას და საჭირო მასალებს;
  • პასუხისმგებელი იქნები “ბიზნეს განათლების” გვერდზე მიმდინარე კურსების განახლებაზე;
  • მონაწილეობას მიიღებ ონლაინ შეხვედრებისა და სატრენინგო/ღონისძიებების სივრცეების კოორდინაციაში;
  • გუნდთან ერთად იმუშავებ ახალ იდეებზე.

კვალიფიკაცია

ეს შესაძლებლობა შენთვისაა, თუ: 

  • ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მე-3/მე-4 კურსის სტუდენტი;
  • ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი; 
  •  გამოირჩევი  ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით;    
  • ხარ ინიციატივიანი და პროაქტიული; 
  • ფლობ MS Office-ის პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint);
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა .

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
  • Key Skills
    Business administrationProject administrationCommunicationMultitaskingOrganizationAttention to detailMicrosoft OfficeExcelWordPowerPointAI toolsTraining coordinationEvent coordinationProactiveInitiative
    Categories
    AdministrativeFinance & AccountingManagement & LeadershipEducation